ქ. თბილისი. ჩიტაიას #19 aysopiage@gmail.com +99597063037

ჩვენს შესახებ

საერთაშორისო საეგზარქოსო საქველმოქმედო ფონდი

,,კულტუმისი 2017” შექიმნა იმ მიზნით, რომ სამ მოძმე ერს შრის ხელოვნურად შექმნილი ,,ჩატეხილი ხიდი” აღდგენილიყო.
ჩვენთვის პრიორიტეტულია ქართულ-ოსურ და აფხაზური კეთილ მეზობლური ნათესაური ურთიერთობების აღდგენა, ამიტომ ვცდილობთ გამოვნახოთ წარმოების ისეთი ფორმები, სადაც ქართველები, ოსები და აფხაზები იშრომებენ და იზრუნებენ როგორც თავიანთი ოჯახისათვის ასევე ქვეყნისათვის, აშენონ ნათელი მომავალი, სადაც არ დარჩება ადგილი სიღატაკისთვის, უმუშევრობისთვის და კომფლიქტებისთვის.
ჩვენ 2008 წლის ცხინვალი სამაჩაბლოს აგვისტოს ავადსახსენებელ დღეებამდე ვითვლებოდით საუკეთესო მწარმოებლად მაგრამ, ყველაფერი დავკარგეთ, როგორც ცხინვალში ასევე გორში. ახალგორის და აფხაზეთის ოფისების გახსენებაც გვიჭირს, ჩვენ იქ დავკარგეთ ბავშვობა, ახალგაზრდობა და ყველაზე სანუკვარი, თავმოყვარეობა, ზოგმა გარების დაკეტვა ვერ მოვასწარით, ზოგის კარები ალბათ დღესაც დაკეტილია, ისე გამოგვაძიეს. ახალგორი და აფხაზეთი ჩვენი სატკივარია.
ამჟამად ჩვენ გაჩერებული ვართ ერთად-ერთი ჩვენი ფილიალი ზუგდიდში ,,ანუკი” მუშაობს დიდი გაჭირვებით. მისმა დამფუძნებლებმა დედა-შვილმა ეთერ და გელა მალიჩავებმა მონაწილეობა მიიღეს აწარმოე საქართველოს პროგრამაში და მათ მოიპოვეს ძვირად ღირებული საქსოვი მანქანა, რომლის სპეციალსტი საქართველოში ვერ მოიძებნა. ბატონმა გელამ კომპიუტერის საშუალებით შემოიარა ქვეყნები და მიაგნო ბანგლანდეშის ქვეყანაში საუკეთესო მქსოველს და მანქანის მცოდნეს, ბატონ მუხამედ შახინ ხანს. ოფიციალური ვიზით ჩამოიყვანა საქართველოში, რომელმაც ძალიან ბევრი რამ შეასწავლა. ძალიან გაგვიმართლა ბატონი გელას მოფიქრებამ. ჩვენ მას თბილისში, გორში და წეროვანში ჩამოვიყვანთ, რათა ახალგაზრდები უკეთესად დაეუფლონ სახალხო რეწვის სხვადასხვა დარგს.
დღევანდელ მთავრობას დიდ მადლობას ვუხდით ასეთი საუკეთესო საქსოვი მანქანის საჩუქრისათვის.
ჩვენი მომავალი მიზნები არის თბილისში, გორში, ახალგორში, წეროვანში, ზუგდიდში და საგარეჯოში გავხსნათ:
  1. მიუსაფარ, ინვალიდ, სოციალურად დაუცველ ბავშვთა, ასევე მოხუცთა უფლებების დაცა, მათი აღრიცხვა, სოციალური მდგომარეობის შესწავლა, თანადგომა და დახმარება.
  2.  უიმედოდ დარჩენილი ადამიანთა სულიერი ფსიქოლოგიურ და მატერიალური მხარდაჭერა.
  3. სოციალურად დაუცველი ფენის დახმარება იურიდიულ, სამედიცინო, საყოფაცხოვრებო და კომუნალური საკითხები მოგვარება.
  4. ჟურნალ-გაზეთების და სხვა ბეჭდური ლიტერატურის გამოცემა, საქველმოქმედო საქმიანობის პროპაგნდისათვის საწესჩვეულებო ღონისძიებების ჩატარება და ხელმოწერა.
  5. ვაწარმოვებთ კომერციულ საქმიანობას მატერიალური ბაზის შესაქმნელად.
  6. ჩავებმევით სოფლის მეურნეობის საქმიანობაში, უხვად მოვიყვანთ ხორბალს და სიმინდს.
  7. განვავითარებთ მეცხოველეობას, მეღორეობას და მეფრინველობას.
  8. ობოლი და სოციალურად დაუცველ ბავშვებს უფასოდ შევასწავლით სახალხო რეწვის სხვადასხვა სახეობებს.
    ბიჭებს დავაოსტატებთ დურგლად, ხარატებად, ელექტრო შემდუღებლებად, კაფელზე და მეტლახზე მომუშავეებად და სხვადასხვა. ვიზრუნებთ მათზე, რათა შევასწავლოთ და შევაყვაროთ შრომის ფასი.
  9. შინაური ცხოველების, კატების და ძაღლების მოვლა პატრონობა და თავშესაფროთ უზრუნვეყოფა.
  10. გავხსნით მოხუცებულთა თავშესაფრებს და სასწავლო ცენტრებს.
  11. მიუსაფარი ბავშვების უზრუნვეყოფა ბინით და სამუშაოზე მოწყობით, რადგანაც 18 წლის შესრულების შემდეგ ისინი ფაქტიურად ქუჩაში რჩებიან.
  12. მთავრობასთან ერთად ვიზრუნებთ ჩვენი ნაბიჯ-ნაბიჯ მიტაცებული მიწის დაბრუნებაზე. სისტემატიურად გვექნება შეხვედრები და მოლაპარაკებები საქვემოქმედო ორგანიზაციებთან საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებულ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციებთან. დავასაქმებთ დაახლოებით 150 ადამიანს, ხოლო ოჯახიდან მოუწყვეტლად 60-80 ქალბატონს.